Digest Logo

🎥 „იუთუბერი ვარ მეთქი რომ გაიგო არ იცოდა...ძალიან თბილები და საყვარლები ჩანდნენ...“ - სოსო ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობაზე

1747757634
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.

ამჯერად იგი გადაცემას „კაცები“ სტუმრობდა, სადაც საქმიანობაზე და ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობაზე ისაუბრა: 

„ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან რთულია მანდ შეღწევა, თითქმის შეუძლებელი. კოვიდის შემდეგ ჩაიკეტა და უფრო გართულდა. გაჩნდა ასეთი შანსი საერთაშორისო მარათონის, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. დაახლოებით 200 ადამიანს მსოფლიოს ქვეყნებიდან მიეცა შანსი დასწრებოდა და ერბინა ამ მარათონზე. ვირბინე და 37-ე ადგილზე გავედი.

ოთხი ვარიანტი იყო - 5, 10, 21 ან  42 კილომეტრი უნდა გერბინა და მე 5-იანი ავირჩიე. ერთი საათი მოვანდომე 5 კილომეტრის დაფარვას. 

პრიზი იყო მედალი და რაღაც სიგელი.მეც მაქვს ეს სიგელი ფხენიანი და ჩრდილოეთ კორეა აწერია. სპორტის მინისტრმა დააჯილდოვა გამარჯვებულები. მსუქანი და მაღალი კაცები არ მინახავს. საჭმელი კარგი იყო. ჩვენ კარგად გვაჭმევდნენ და საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი იყო. ზღვის პროდუქტები იყო ძირითადად და საკმაოდ გემრიელი იყო.

ხალხთან ახლო კონტაქტი არ მქონია მაგრამ ძალიან თბილები და საყვარლები ჩანდნენ. თუმცა ვიხდიდით მაგაში ფულს, ტური კვებას და ექსკურსიებს შეიცავდა. საუბარი მარტო გიდებთან მქონდა. ინგლისური იცოდნენ. ბევრ კითხვებს სვამდნენ. იუთუბერი ვარ მეთქი რომ გაიგო არ იცოდა და შემდეგ ავუხსენი. აინტერესებდა სხვათა შორის“, - ჰყვება სოსო ნებიერიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში 3 მოსწავლე დანით დაჭრეს

⭕კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს

⭕„უხდები მაგ გარემოს...“ - თაკო ჩხეიძე კიკეთის ფერმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს