Digest Logo

ივანე ჩხაიძე „შავ ჭირზე“: ირკუტსკში ლაბორანტის გარდაცვალება „წითელი ალამია“ - შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზეა

1791279922
ივანე ჩაიძეივანე ჩაიძე

რუსეთში, ირკუტსკის „შავი ჭირის“ საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტის გარდაცვალებას იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში მნიშვნელოვან და საყურადღებო ფაქტად აფასებს.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა წლებია მსოფლიოში არ დაფიქსირებულა და საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

ჩხაიძის განცხადებით, საქართველოსთვის საფრთხე ამ ეტაპზე მცირეა, თუმცა ვითარებას ყურადღებით უნდა დააკვირდნენ.

ამასთან, რუსეთის „როსპოტრებნადზორი“ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ქალი „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა, ხოლო ლაბორატორიაში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

„ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“. რთული სათქმელია, თუ რამდენად სწორად გავრცელდება სტატისტიკა და ინფორმაცია რუსეთის მხრიდან, თუმცა ამ დაავადების რეალური აფეთქების დამალვა შეუძლებელია, რადგან ის მძიმე და სერიოზულია. არ მგონია, ეს საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვალყურს უნდა ადევნებდეს და ადევნებს კიდეც მიმდინარე პროცესებს.

ფაქტია, რომ ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ის სტრუქტურა, რომელსაც აქვს ბერკეტი, რათა სიტუაცია აკონტროლოს და მართოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

✕