სოციალურ ქსელში მამა თეიმურაზ ქორიძის შესახებ ახალი სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.
ფეისბუკზე მამა თეიმურაზის ვიდეოს, გვერდი „წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი“ აქვეყნებს, სადაც მამა თეიმურაზი მრევლს მიმართავს და მადლობას უხდის.
საგარეჯოს ეპარქიის მღვდელი თეიმურაზ ქორიძე, გართულებული პნევმონიის გამო მართვით სუნთქვაზე იყო, საბედნიეროდ ის სრულიად გამოჯანმრთელდა და მრევლს დაუბრუნდა.
„იყო ბევრი გულმხურვალე მადლობა და მონატრებული ჩახუტება, იყო ბედნიერების და სიხარულის ცრემლები, მადლობა ყველაფრისთვის“, - ამბობს მამა თეიმურაზი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „ჩემი პატარა მეგობარი, დღეს მეორედ დაიბადა“ - ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძეზე
🔵ირაკლი ჩარკვიანი 62 წლის გახდებოდა - 27 გენიალური ფრაზა მეფის შემოქმედებიდან