თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე თავის დიდ ტრაგედიაზე, შვილის გარდაცვალებაზე ok-სთან საუბრობს.
„სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის… მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო.
მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ, თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენონ. ვალდებული ვარ, ვიდგე იმისთვის, რომ მერე სხვა წამოვაყენო…“, - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘🎥 რა შემთხვევაში მიატოვებდა ნუცა ქავთარაძე მეუღლეს? - ტელეწამყვანის მოულოდნელი პასუხი
წყარო: primetime.ge