
დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან ამონარიდი ვრცელდება, სადაც იგი პატივმოყვარეობის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუ როგორი დამანგრეველი მდგომარეობაა ის ადამიანისთვის. აღნიშნულ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ადამიანი, რომელიც ეზიარება, ეზიარება, ეზიარება
და ვერ თავისუფლდება დემონური მდგომარეობისგან - რასაც პატივმოყვარეობა ჰქვია,
რასაც საკუთარი ღირსებისადმი მსახურება ჰქვია,
ეს არის საშინელი მდგომარეობა...
კიდევ ვიმეორებ - ჯობია ადამიანი მეძავი იყოს, მრუში იყოს, ქურდი იყოს, მომხვეჭელი იყოს - ყველაფერი ჯობია ამ მდგომარეობას,
იმიტომ, რომ ის მდგომარეობა განკურნებადია,
ადამიანი ხედავს თავის საცოდავ მდგომარეობას,
რომ აი, ასეთია,
მაგრამ როცა საკუთარი პატივმოყვარეობით, საკუთარი ღირსებით, აღსავსე დგას,
ამ ადამიანს, რა ვუშველო მე არ ვიცი,
არ ვიცი სიტყვა, რომელიც ამ ადამიანს გამოაფხიზლებს...
ერთადერთი ღმერთს რჩება ხოლმე, რომ ასეთ ადამიანებს მოუკლებელი განსაცდელები აქვთ,
და განსაცდელები ასეთი ადამიანებისთვის საკურნებელია,
და ვერ ხვდებიან,
სულ წუწუნებენ,
პრეტენზიულები არიან,
სულ დუდღუნებენ, სულ, სულ, სულ
და მიზეზი მხოლოდ პატივმოყვარეობა და სიამაყეა...“,- აღნიშნულია გვერდზე გავრცელებულ ქადაგებაში.