Digest Logo

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

1779373288
ჯორჯიან უოტერ ენდ ფაუერი

22 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ასლანიდისა და აფაქიძის ქუჩებზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 მაისს საღამოს 22:00 საათიდან, 23 მაისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - პეკინის ქუჩა N 7-31, შარტავას ქუჩა N 1-43, ხვიჩიას ქუჩა N15-31, N 14-40, ცინცაძის ქუჩა N1-17, N 2-8, იყალთოს ქუჩა N1 და N2, კანდელაკის N2, კალანდაძის, იოსებიძის, ბროლოსანის, ქუთათელის, მიროტაძის, აფაქიძის, აკურის, ბერბუკის, ალექსიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, დები იშხნელების და სულაკაურის ქუჩებს. სააკაძის დაღმართს და სააკაძის მე-2 გასასვლელს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვინც ღმერთს მსახურებს, მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მას ემსგავსებოდეს“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕21 მაისის კოსმოსური ამბები - „დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც მოქმედებს დიდსულოვნად, გულუხვად და სჯერა საკუთარი გამარჯვების“

⭕ნახეთ, რა ღონისძიებები გაიმართება საქართველოში 26 მაისთან დაკავშირებით