Digest Logo

🎥 „კახა ბენდუქიძე კი იყო გამონაკლისი, მაგრამ მოკლა ამ სიმსუქნემ, საწყალი“: დიდი სკანდალი ციცინო შურღაიას გარშემო, რომელიც ამჯერად კოლეგებს დაუპირისპირდა

1778664253
ციცინო შურღაია სკანდალი

პლასტიკურმა ქირურგმა, ციცინო შურღაიამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა რომ ჭარბწონიანი ადამიანი არის უინტელექტო. რასაც, მოჰყვა არაერთი ცნობილი ექიმის შეფასება. აღნიშნულ ფაქტზე, გადაცემა „სარკასტიკის“ ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ დაურეკა ციცინო შურღაიას და მას დამატებით განმარტება სთხოვა სკანდალურ განცხადებაზე:

ქირურგის განცხადებით, ის ნათქვამს არ ნანობს და განმარტავს, რომ ეს ფრაზა სინამდვილეში ლევ ტოლსტოის ეკუთვნის.

გიორგი ნაზღაიძე: „ნანობ ამ ამბავს თუ არ ნანობ?“

ციცინო შურღაია: არა, არ ვნანობ. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ტოლსტოის (ლევ ტოლსტოი, რუსი მწერალი) სიტყვები. ინტელექტუალი და ინტელიგენტი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ავხსნი, ინტელექტუალმა ადამიანმა არ უნდა ჭამოს ღორივით. უნდა წავიდეს ექიმთან და მართოს ეს პრობლემა, სიმსუქნე არ არის გადაუჭრელი პრობლემა. ჭარბი წონა გულისხმობს დიაბეტს, დიაბეტი კი იწვევს მხედველობის პრობლემებს, ჭკუასუსტობას. ინტელექტუალური ადამიანი კი დადის ექიმთან და ჯანმრთელობას აკონტროლებს, გაიგე? მე ვამბობ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, არის ეს პრობლემა. გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც არ აქვს ექიმის ფული დღეს ჩვენს ქვეყანაში, მათ რიცხვი ძალიან ცოტაა. როდესაც დავწერე, რომ ეს სხვისი სიტყვებია, გაიგეს“.

გიორგი ნაზღაიძის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა ჭარბწონიანი მედიკოსიც ინტელექტუალურად შეუდგარია, ქირურგმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

ციცინო შურღაიამ კრიტიკის საპასუხოდ კოლეგებიც ახსენა და განსაკუთრებით გიორგი ღოღობერიძე და მაია ბუწაშვილი გამოყო:

ციცინო შურღაია: დამირეკეს და მითხრეს, ექიმებმა გააკეთეს შეფასება. იმ ექიმებმა, რომლებიც ეკრანზე არ ეტევიან. მაია ბუწაშვილის აზრი საერთოდ არ მაინტერესებს, ის ნული არის ჩემს თვალში. ნუ მენდობა, მაგას პლასტიკური ქირურგიაც არ უშველის უკვე. ბევრს ძალიან მოსწონს გიორგი ღოღობერიძე, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია. რაღაცას, სადღაც ამოიკითხავს და ამას წაუკითხავს ხალხს. მას, საკუთარი გამოცდილება არ აქვს. მე კი ერთადერთხელ ვთქვი, წიგნიდან წაკითხული ფრაზა - ეს გავრცელებული ზოგადი ფრაზაა. კახა ბენდუქიძე კი იყო გამონაკლისი, მაგრამ მოკლა ამ სიმსუქნემ საწყალი“.

„სარკასტიკის“ ეთერში აღნიშნულ კომენტარებზე შეფასებები თავად ერთ-ერთმა ადრესატმაც გააკეთა:

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი: „ძალიან სასაცილოა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო?!“

ციცინო შურღაიას სკანდალურ შეფასებას, ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავაც გამოეხმაურა:

ლაშა უჩავა ენდოკრინოლოგი: „მსგავსი ტიპის განცხადება არც მორალურია და არც ჰუმანური. მე პირადად ქალბატონ ციცინოს არ ვთვლი ექიმად, ის მუშაობდა ექიმად მორგში“.

ვრცლად, ეპიზოდი ნახეთ ვიდეოში: