Digest Logo

კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა, მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორია

1791615387
ნარკოტიკი ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი  მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს
4 პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ეზოს და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის, მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

✕