Digest Logo

🎥 კამერამ დააფიქსირა პირი, რომელმაც თბილისში რუსული პროპაგანდისტული სიმბოლიკები დახატა

1650626293

ვიდეომასალა, რომელიც „ტვ პირველმა" მოიპოვა ფალიაშვილის ქუჩაზე 89 ნომერშია გადაღებული. ფაქტის შემსწრე ალექსანდრე კობაიძე გახდა, რომელმაც კადრები გადაიღო.

„შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც პირბადე ჰქონდა აფარებული და კეპი ეფარა. ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა ჩაცმულობამ. დავინახე, რომ რაღაცას აფუჭებდა კედელზე და დავაკვირდი, რომ მიზანი ჰქონდა, რომ კონკრეტული სიმბოლიკა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაციის სიმბოლიკა, რომელიც მტრულ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ", - ამბობს  ალექსანდრე კობაიძე.