ზუგდიდში, საზღვრისპირა სოფელ რუხში 30 აპრილს, დაახლოებით, 2 დღის ჩვილი იპოვეს.
თვითმხილველების ცნობით, მათ შემთხვევით აღმოაჩინეს ახალშობილი, რომელსაც მოსაცდელში პატარა ჩანთაში ეძინა.
„დაიჯესტის“ ცნობით, მოსაცდელის მიმდებარედ, სკოლის წინ არსებული შსს-ს კამერებიდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომლის შედეგად მოხდა სავარაუდო დედის იდენტიფიცირება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ საქმე სსკ-ის 128-ე მუხლით აღძრა, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
რაც შეეხება ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მასთან რჩება სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, თუმცა რა ბედი ელის ახალშობილს ჯერჯერობით უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:
„👉 ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა შენგელია