Digest Logo

„კამერებიდან ამოღებულია მასალა“ - რა ახალი დეტალები ვრცელდება სოფელ რუხში მიტოვებულ ჩვილთან დაკავშირებით

1682918261
მიტოვებული ჩვილი

ზუგდიდში, საზღვრისპირა სოფელ რუხში 30 აპრილს, დაახლოებით, 2 დღის ჩვილი იპოვეს.

თვითმხილველების ცნობით, მათ შემთხვევით აღმოაჩინეს ახალშობილი, რომელსაც მოსაცდელში პატარა ჩანთაში ეძინა.

„დაიჯესტის“ ცნობით, მოსაცდელის მიმდებარედ, სკოლის წინ არსებული შსს-ს კამერებიდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომლის შედეგად მოხდა სავარაუდო დედის იდენტიფიცირება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ საქმე სსკ-ის 128-ე მუხლით აღძრა, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

რაც შეეხება ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მასთან რჩება სოციალური სააგენტოს თანამშრომლები, თუმცა რა ბედი ელის ახალშობილს ჯერჯერობით უცნობია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე თავს გამარჯვებულად ვთვლი. თითოეულ ქართველს გიხდით მადლობას“ - ნუცა ბუზალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

„👉 ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა შენგელია