Digest Logo

„კანონიერმა ქურდმა“ შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

1711727891
შაქრო კალაშოვმა რუსეთის ციხე შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს

გამოძალვისთვის გასამართლებული ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი თავისუფალია.

როგორს რუსული მედია წერს,  კალაშოვის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა თენგიზ პაპასკუამ დაადასტურა.

მან განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის მიზეზების გამო გაათავისუფლეს.

კრასნოდარის მხარის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ 13 მარტს დააკმაყოფილა „შაქრო მოლოდოის“ მოთხოვნა ჯანმრთელობის მიზეზების გამო ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

ცნობისთვის, ზაქარია კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მალადოი“, 2016 წელს დააკავეს. 2018 წელს კი მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

დათო ევგენიძეს მამა გარდაეცვალა

🎥 მარიამ შენგელიას მიერ შესრულებული „ირინოლა“, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა

🎥 ვერიკო ანჯაფარიძის წერილი გარდაცვლილ მეუღლეს