Digest Logo

„კარგად მახსოვს, გალაკტიონს კალთაში ვუჯდებოდი...“ - რას ჰყვება მანანა მენაბდე?

1742804478
მანანა მენაბდე

მომღერალი და მუსიკოსი მანანა მენაბდე პოპულარობას დღევანდელ საზოგადოებაშიც არ კარგავს და მისი უნიკალური სიმღერები აქტიურად ჟღერდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანანა მენაბდე დები იშხნელების შთამომავალია და როგორც თავად ამბობს გენში ყველას გამოჰყვა მათი ნიჭი.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მანანა მენაბდის ინტერვიუს ჟურნალ „სარკესთან“, სადაც მან ბებია თამარი გაიხსენა:

„ბებია თამართან ხშირად მივდიოდი. მასთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნო იყო. ბევრი ცუდი რამ ჰქონდა ცხოვრებაში ნანახი, მაგრამ მოვლენების დამძიმება არ უყვარდა. ხითხითა ქალი გახლდათ. მისგან წუწუნს ვერ გაიგებდი. 

სიცოცხლის ბოლომდე რკინიგზის საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს, ახლანდელ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცხოვრობდა. მის სახლში მუდამ სტუმრიანობა იყო. იქ იკრიბებოდნენ ცნობილი პოეტები, მომღერლები რეჟისორები და საზოგადო მოღვაწეები. ვანო სარაჯიშვილი, გოგლა ლეონიძე, ალიო მირცხულავა, ირაკლი აბაშიძე, იოსებ გრიშაშვილი. გალაკტიონ ტაბიძე და ვლადიმერ მაიაკოვსკი. გალაკტიონი დები იშხნელების დიდი მეგობარი იყო. განსაკუთრებით ახლოს იყო ბებია თამართან. ძალიან კარგად მახსოვს გალაკტიონს კალთაში რომ ვუჯდებოდი“, - ჰყვება მანანა მენაბდე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ მწვავდება გაზაფხულზე კუჭ-ნაწლავის დაავადებები და რომელი პროდუქტები უნდა ჩავრთოთ საკვებ რაციონში? - ექიმის რჩევები

🎥 როგორ აისახება დაბნელების კორიდორის დასასრული ზოდიაქოს ნიშნებზე? - ანზორ ოდიშარიას განმარტება

🎥 🌒„ცუდი მენტალური აზრებისგან უნდა გათავისუფლდეთ...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ანზორ ოდიშარიასგან