
რატომ მწვავდება გაზაფხულზე კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომელი პროდუქტები უნდა ჩავრთოთ საკვებ რაციონში, რა სიმპტომები მიგვანიშნებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებზე და როდის უნდა გამოვიყენოთ ფერმენტები და კუჭის დამცავები? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ გასტროენტეროლოგმა გიგა სორდიამ ისაუბრა:
„საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები ძირითადად არის ქრონიკული პათოლოგიები. ამ პათოლოგიებს ახასიათებს ორი ფაზა - გამწვავების და რემისიის. სწორედ ეს პერიოდი გახლავთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და სხვა პათოლოგიების გამწვავების. ამ დროს რეკომენდაციას გავცემთ, რომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმართონ ექიმს პაციენტებს, რადგან თავიდან ავიცილოთ მწვავე დაავადებები.
რეკომენდაციები კვებასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს უნივერსალური, თუმცა ჯანსაღი კვების რეკომენდაციები უნივერსალურია. არის რეკომენდაციები, რომელიც კონკრეტული დაავადებების შემთხვევაში გაიცემა. აუცილებელია კვების ჯერადობა არანაკლებ 3-4 ჯერ დღეში. უნდა შეიზღუდოს პროდუქტები რომლებიც დაავადების გამწვავებას იწვევს. ასევე დიდი გავლენა აქვს დეპრესიას და ძილის მოუწესრიგებლობას “, - აღნიშნა გიგა სორდიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ აისახება დაბნელების კორიდორის დასასრული ზოდიაქოს ნიშნებზე? - ანზორ ოდიშარიას განმარტება