მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ გადაცემაში „იმედის დღე“ მორიგი წარმატების შესახებ ისაუბრა. ის ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, სადაც მისი თითოეული გამოსვლა შეუდარებელი სანახაობაა.
აღნიშნულ პროექტში ქართველი მონაწილე უკვე მეორედ მონაწილეობს.
სალომე ჭაჭუამ მეწყვილესთან ერთად უკვე მესამე „ლაივ ტური“ ჩაატარა.
„დროებში საქართველოს და ირლანდიური ცეკვავენ ვარსკვლავები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. ესაა მიზეზი რის გამოც საქართველოში ვერ ვმონაწილეობ.
საკმაოდ კარგი პარტნიორი მყავს, პირველ ადგილზე ვართ ჟიურის ქულების რაოდენობით“, - ამბობს სალომე ჭაჭუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როდის „აუვარდა თავში“ ნუცა ბუზალაძეს და რამ დაანარცხა ის მიწაზე?