Digest Logo

„კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს, საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს“ - ბუდუ ზივზივაძე

1711086542
ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ლუქსემბურგთან მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან დუბლი შეასრულა და თამაშის ბედი გადაწყვიტა.

„ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა, ყველაფერი შევასრულეთ. იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად დამთავრდა. საქმის მხოლოდ ნახევარი გავაკეთეთ და დანარჩენი 26 მარტს უნდა გავაკეთოთ, რადგან მეორედ ამ შანსის ხელიდან გაშვება ძალიან დიდი ტკივილი იქნება.

ნოემბრის შეკრების დროს ბევრი სათამაშო დრო არ მქონდა კლუბში, მაგის მერე ბევრი რამ შეიცვალა, გუნდში მივიღე შანსი, რომელიც გამოვიყენე და ძალიან კარგ ფორმაში ვარ. გერმანიაში თამაში დამეხმარა იმაში, რომ ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ და შემიძლია, რომ 90 წუთი დაუღალავად ვირბინო, გუნდს დავეხმარო. გოლები გამაქვს, ჩემი საქმეც ეგ არის, თავდამსხმელი ვარ და გოლები უნდა გავიტანო. ბედნიერი ვარ, რომ კარიერაში ალბათ საუკეთესო პერიოდი მაქვს.

ფინალისთვის დავგეგმავთ ჩვენს თამაშს. მადლობა გულშემატკივარს, რადგან საოცარი ატმოსფერო იყო, დღეს რომ იყო, ასეთი ატმოსფერო ალბათ არასდროს ყოფილა და ვთხოვ მათ, რომ 26-შიც ასე იყოს. საბერძნეთს კი, კვარამ მიხედოს (იღიმის)“, - განაცხადა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

🎥 ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობდა

🎥 „საქართველოს გაუმარჯოს, მე ვარ საქართველო“- ბუდუ ზივზივაძის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

⭕გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს