Digest Logo

კავკასიელი ხალხი პირველი დიდი ტურნირისთვის ემზადება, კვარაცხელია კი მალე ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება - FourFourTwo

1712053356
საქართველოს ნაკრები

„საქართველოს ნაკრებისთვის დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრა ცოტა ხნის წინ მიუღწეველი ჩანდა, მაგრამ ეს რეალობად მას შემდეგ იქცა, რაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ევრო 2024-ზე თამაშის უფლება საბერძნეთთან გამარჯვებით მოიპოვა“, - ამის შესახებ გამოცემა FourFourTwo წერს.

როგორც გამოცემა, წერს, გუნდს ევრო 2020-ზე თამაშის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. ახლა კი საქართველომ ისტორია დაწერა, პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი, ფინალში კი საბერძნეთი დაამარცხა და გერმანიაში თამაშის უფლება მოიპოვა.

შედეგად, ყველამ იხილა ის საოცარი კადრები, როდესაც თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გულშემატკივარმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გუნდთან ერთად იზეიმა.

„საქართველოს ნაკრები, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი წვრთნის, ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს და წინასწარი ვარაუდით, ჩემპიონატზე უბრალო სტატისტის როლში არ იქნება.

მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, ვილი სანიოლი (58 მატჩი ნაკრებში, ითამაშა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში) საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სათავეში 2021 წელს ჩაუდგა, მანამდე ის საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებსა და „ბორდოს“ ხელმძღვანელობდა, მიუნხენის „ბაიერნში“ კი კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო.

კვარაცხელიამ, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, 2017 წელს, 16 წლისამ, თბილისის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ მალე კლუბთან უთანხმოების გამო „რუსთავში“ გადავიდა.

კვარაცხელია საქართველოში 2022 წლის დასაწყისში დაბრუნდა და შემდეგ „ნაპოლის“ გუნდს შეუერთდა. „ნაპოლიში“ მისი დებიუტი შთამბეჭდავი იყო. პირველივე სეზონში კვარაცხელია გუნდს სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და ტოპკლუბების სატრანსფერო სიაში მოხვდა. ხვიჩამ ნაკრებში 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა და დიდი ალბათობით, მალე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება“, - წერს გამოცემა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕2 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?

 „მოგიწევთ ჯარიმების და ვალების გადახდა, ამიტომ ეცადეთ ენას კბილი დააჭიროთ... თქვენ ცხოვრებაში სიახლეების და რეფორმების დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: newshub.ge