Digest Logo

„ხალხი ფეხზე დგას, აქ არ მოვასვენებინებთო“ - მეზობელი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე

1674404678
საგარეჯოსაგარეჯო

ახალი დეტალები საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ ნოდარ ათუაშვილი აივნიდან მოლოტოვის კოქტეილებსაც ისროდა. კორპუსის მცხოვრები, რომელმაც მკვლელობას სასწაულით გადაურჩა, ამბობს, რომ ათუაშვილის მშვიდობიან მოქალაქეებს აივნიდან დამიზნებით თავში ესროდა.

„ვარკვევდი, ვინ ისროლა და რა მოხდა ანუ არავინ იცოდა, საიდან ისროლა. მაშინ აივანზე იყო, გადმოაგდო ლურჯი პლასტმასის ბალონს ეძახიან, სადაც ესხა თეთრი ნივთიერება, რომელიც აფეთქდა  და მაშინ ჩემმა ძმაკაცმა თქვა, რომ მე მგონი, კიდევ ისვრის და დავიმალო და  მესამე თუ მეოთხე ჯერი მაშინ ისროლა. პოლიციასაც გაუხსნა ცეცხლი, მაშინ მოკვდა ის პოლიციელი  და“იოლის“ მაღაზიის თანამშრომლების დაჭრა“, - ამბობს თვითმხილველი. 

მეზობლები ათუაშვილის გადასვენების საკითხზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ კორპუსის მცხოვრებლები წინააღმდეგი არიან იმ სახლში მიასვენონ, საიდანაც მან 5 ადამიანი მოკლა.

„აქ არავინ მოასვენებინებს, რომ იცოდეთ. არ არის ღირსი, ვერ ვცნობთ და ვის უნდა მოუსვენონ აქ, ვინ ჰყავს? მთელი ხალხი ფეხზე დგას აქ არ მოვასვენებინებთო, სადაც უნდა იქ წაიყვანონო“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბავშვები შეიძლება ვერ ამჩნევენ, მაგრამ მასწავლებლები ვამჩნევთ, როგორი საბრალო თვალებით უყურებენ ისინი, როცა სხვები ჭამენ“ - ლაურა გოტიაშვილი

🔵გოჩა ჩერტკოევის შვილი დაინიშნა - ვინ არის ლევანის რჩეული

🔵„ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც კარი გაუღო და საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი“ - ანა ჯაბაური

წყარო: tvpirveli.ge