Digest Logo

„ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც კარი გაუღო და საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი“ - ანა ჯაბაური

1674391593
ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის რძალი ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში სანდრო და გიორგი ჭელიძეებზე საჯაროდ წერს და ამბობს, რომ მათი ოჯახი იყო ის, ვინც ზვიად გამსახურდიას დევნილობის დროს კარი გაუღო და დაახლოებით ერთი წელი აცხოვრა.

„სანდრო და გიორგი ჭელიძეები. ცოტნეს ბიძაშვილები (ბებიის - ზინა სულაძე-არჩვაძის მხრიდან). ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, რომელთა ნახვა ცოტნეს განსაკუთრებით უხარია.

ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც კარი გაუღო და საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი და თითქმის ერთი წელი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა მას.

პ.ს. გიორგი ჭელიძეა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ცოტნემ ნათესავთაგან პირველი გამაცნო“, - წერს ანა ჯაბაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიჩუმემ გამაგიჟა, მაგრამ მერე ახლიდან დავიბადე და ახლა ამ დავარცხნილი გონებით მომწონს კიდეც იქ ცხოვრება“ - რას ჰყვება ანა ჩირაძე

🎥 უნდა ჰქონდეთ თუ არა ბავშვებს საშინაო დავალება - რას ამბობს შალვა ამონაშვილი

🔵„ჯერ ჩემი მეუღლე ფეხზე ადგეს და მერე დაველაპარაკები ყველას” - 22 წლის გოგოს ქმარი, რომელსაც ოპერაციის შემდეგ მაკრატელი ჩაუტოვეს