Digest Logo

ხანმოკლე წვიმა ელჭექით - გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

1787636440
წვიმა, ქარი და ელჭექი

საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. მომდევნო დღეებში კი მოსალოდნელია წვიმა, და ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსიდან 31 გრადუსამდე დაიკლებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕28 აგვისტოს მთვარის დაბნელება: რა ცვლილებებს უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი მომდევნო 1,5 წლის განმავლობაში

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით