Digest Logo

„ხატისპური რატომღაც პასკის ქართული სახელი ჰგონიათ... არამც და არამც, მკითხველო!“ - ეთნოგრაფი

1619092312
მზია ხაჩიძე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­დგო­მის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე, აქ­ტი­უ­რად იწყე­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის გან­ხილ­ვა. მათ შო­რი­საა: რო­მე­ლია სწო­რი ფორ­მა – აღ­სდგა თუ აღ­დგა? სა­აღ­დგო­მო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი პას­კაა თუ ხა­ტის­პუ­რი და ა.შ.

ეთნოგრაფი მზია ხაჩიძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რა განსხვავებაა პასკასა და ხატისპურს შორის და რატომ არ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა.

„ხატისპური, ეს კეთილხმოვანი სიტყვა რატომღაც პასკის ქართული სახელი ჰგონიათ.
არამც და არამც, მკითხველო!

პასკა – გოლგოთის სიმბოლოა თავისი ფორმით, ტკბილია, მისი სახელწოდება ებრაული „პასექიდან“ მოდის.
ხატისპური – მრგვალი, მარილიანი ერბოთი შემზადებული ქადაა, ჯვარ-ხატთა სადიდებელი დღესასწაულების სარიტუალო დანიშნულების.

პასკა მეტაფორაა წამების, უფლის ძის ადამიანთათვის თავშეწირვის და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა საქართველოში.

ხატისპური ფორმით და ზედ აღბეჭდილი ბორჯღალით მზისა და სავსე მთვარის გამოსახულებაა, ბარაქის სიმბოლოა და უხსოვარი, წინარექრისტიანული ხანიდან ხვთიშვილთა სახელზე შეიწირავდნენ ხევისბერნი ხატის ყმათაგან.

პასკა და ხატისპური – ეს ორი სხვადასხვა ფორმისა და გემოსი, განსხვავებული დანიშნულებისა და შინაარსის სარიტუალო ნამზადია, სულ სხვადასხვა დროს აცხობენ, არ შეიძლება მათი გაიგივება, ამით ორივე სიმბოლოს დავამახინჯებთ, ნამდვილ აზრს გამოვაცლით და ხელოვნურად დამყნილ ერთ სიმბოლოს მივიღებთ.
ცოტა ვცოდეთ ისტორიის, მითოლოგიის, ენის წინაშე, ეს შეცდომაც რომ არ მივუსართოთ?

მოვუაროთ და პირვანდელი სახე შევუნარჩუნოთ კულტურულ ტრადიციებს, მეგობრებო!“ – წერს მზია ხაჩიძე.