მომღერალი ხათუნა ჟორდანია ცნობილი მომღერლის ზურა ხაჩიძის მეუღლეა. მან ცოტა ხნის წინ მძიმე სენი დაამარცხა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.
ხათუნა გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებზე გულწრფელად უპასუხა.
მან ასევე გაიხსენა ზურასთან დაშორების და შერიგების მომენტებიც.
„როცა ზურა გავიცანი, მაშინ ის ძალიან პატარა იყო, რაც ჩემთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. როცა შეხვედრა დავიწყეთ, ზურა ავად გახდა ჩემით, თუ პაემანზე უარს ვეტყოდი გულის შეტევით იწვა ლოგინში.
მე შვეიცარიაში მომიწია წასვლა სამი თვით, როცა ჩამოვედი და ძალიან მონატრებული ვიყავი, მივედი ზურასთან სახლში. ზურა მეუბნება, ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გადავაო, დავშორდეთო.
წამოვედი სახლიდან, მანქანაში ჩავჯექი თუ არა ისეთი ტირილი დავიწყე, მივხვდი, ეს ჩემი ბრალი იყო და ის დავკარგე.
სხვა ადამიანი გაჩენილა მის ცხოვრებაში, ქეთა თოფურიაზეა საუბარი“, - ამბობს ხათუნა ჟორდანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა
⭕როგორ ამოვიცნოთ აუტიზმის ნიშნები და როდის მივმართოთ სპეციალისტს?