Digest Logo

„ხელიც არ მოგვიწერია, არ შემიძლია ორსული პატარძლობა, გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო“ - რას ჰყვება ქეთი წიქვაძე

1745927911
 ქეთი წიქვაძე

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის ქალიშვილი ქეთი წიქვაძემ  პირადი ბედნიერება იპოვა და რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის რძალი გახდა.

გაირკვა ისიც, რომ წყვილს ორი წლის წინ უქორწინია და ნიკა არველაძემ და ქეთი წიქვაძე ახლა შვილს ელოდებიან. 

ამ თე­მა­ზე ქეთი წიქ­ვა­ძემ „პრაიმ ტაიმთან“ ისაუბრა:

„ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო“, - ამბობს ქეთი  ქეთი წიქ­ვა­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

თაკო საზინა პატარა მატილდას ნათლობიდან ახალ კადრებს გვიზიარებს - „უფლის მადლი და წყალობა არ მოჰკლებოდეს“

ცნობილია, რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი - „არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი...“

წყარო: primetime.ge