Digest Logo

ცნობილია, რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი - „არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი...“

1745913651
თამარ მდივანი

დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, რომელიც სამი შვილის დედა იყო, ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა:

„არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვამ, რომ მის დედას და მამას უთხრა, მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან.

მართალია ცუდი ნათლია ვიყავი, მაგრამ მისი ნათლია ვიყავი, ვერაფერით ვერ დავიტრაბახებ როგორც ნათლია გარდა იმისა, რომ სულ ჩემ შვილებთან ერთად, ყველა ჩემ ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ, გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი. 

მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად, ის გიოზე, მე ბუბუზე. ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში, კუს ტბაზე, ერთ პედიატრთად დაგვყავდა, ერთ მენიუს ვუდგენდით, ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რომ იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა სასარგებლოაო.

ღმერთო, შეხვედრამდე კარგო ბიჭო. ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო.

როგორც შენი დედიკო გეუბნეოდა ყველა სახლიდან გასვლისას „ღვთის მშობელს ებარებოდე”, - წერს მაკო რატიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მაისის დასაწყისში მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება და იღბალი ელოდება

„სანამ სხეული რამეს გადაწყვეტს, სულმა უკვე იცის თუ ვინ და რა სჭირდება...“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

🎥 „მშობიარობა კორეაში...“ - რა გზა გაიარა სოფია კვინიკაძემ დედობამდე და მას შემდეგ