Digest Logo

„ხელოვნურ ვენტილაციაზეა“ - როგორია ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა

1665664059
 ექიმი ექიმი ექიმი

ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ცაბაძე მედიასთან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, მოზარდის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია.

თუმცა ცაბაძის თქმით, მინიმუმ 72 საათის განმავლობაში გართულების შესაძლებლობა არსებობს.

ამასთან, მისივე თქმით, მოზარდი კლინიკაში ელექტრო ტრავმით და შოკით შეიყვანეს.

„პაციენტი დაახლოებით 1 საათის წინ შემოიყვანეს „ნიუ ჰოსპიტლის“ ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ ამ გართულებებთან გასამკლავებლად. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, გონება დაბინდული აქვს. ვერ გეტყვით მანამდე რა ხდებოდა, უბრალოდ მშრალი ინფორმაცია გვაქვს. თავიდანვე იყო ელექტრო ტრავმა, შოკი. ის მიიყვანეს ხეჩინაშვილის კლინიკაში, განხორციელდა ინტუბაცია და ამის შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენთან“, - განაცხადა ცაბაძემ და დასძინა, რომ გართულებები შესაძლოა, მინიმუმ 72 საათის საათის განმავლობაში მოხდეს.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.

დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ორი ზრდასრულიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.