Digest Logo

🎥 „ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე ჩემი ემოციურობის გამო“ - რას იხსენებს ქეთა ციცქიშვილი ლექსო ლაშქარავაზე

1698694417
ლექსოლექსო

გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი იყო, რომელმაც ჟურნალისტურ სირთულეებზე და ემოციურ მხარეზე ისაუბრა.

ქეთამ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღე გაიხსენა, ის ემოციური მომენტი, როცა თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა.

„გამოსვენების დროს, ლექსოს სახლთან ვიდექით, მითხრეს, რომ პირდაპირ ეთერში ვიყავი და იმავე  მომენტში გამოასვენეს ლექსო სახლიდან. თავი ვერ შევიკავე, ის მარტო კოლეგა არ იყო ჩემთვის, ასევე ყველას მეგობარი იყო. ხმით ვტიროდი და მაყურებელს ბოდიშიც მოვუხადე ჩემი ემოციურობის გამო. სიუჟეტს ვერ ვუყურე.

საუბარს რომ მოვრჩი, ოთხი წუთი ვტიროდი, რადგან ეთერში რომ გავიდოდი, ხმა დაწყნარებული მქონოდა“, - ამბობს ქეთა ციცქიშვილი.