„მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა, ყველაფერში. ოღონდ მგონი გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა“, - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგშია აღნიშნული, რომელიც The Players' Tribune-ზე გამოქვეყნდა.
ბლოგში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დეტალურად საუბრობს თავის ბავშვობაზე, ოჯახზე, კარიერაზე, „ნაპოლიში“ პირველ დღეებზე და იმაზე თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და რა შანსები აქვს გუნდს კონტინენტის პირველობაზე.
„რა თქმა უნდა გვაქვს შანსი. რატომაც არა?!?!? რატომ უნდა ვთქვათ არა?
თურქეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მერე ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ძნელი იქნება? იქნება. მწარე იქნება? იქნება. ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს? შეიძლება. ალბათ ვთხოვ. კაი, ვთხოვ ნამდვილად. რატომაც არა? ჩემი კერპია და ვეტყვი კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ შეგვიძლია.
ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?! ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო. ყველა ამას იძახის. მაგრამ, მე იცი რას გეტყვი? მე ასე ვიტყვი...აბა ჯერ ქართველებს ჰკითხეთ“, - ამბობს კვარაცხელია.
ბლოგის უფრო ვრცლად წასაკითხად გადადით ლინკზე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ხვალ შეიძლება სერიოზულ სენსაციას გამოვკრათ ხელი“ - მიხეილ ცაგარელი საქართველოს ნაკრებზე
⭕ქეთა თოფურიას შვილის გრანდიოზული დაბადების დღე - რა ვიდეოს აქვეყნებს მომღერალი?
წყარო: imedinews.ge