Digest Logo

ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

1728408446
მეხანძრე-სახანძრო

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ორი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ხანძარს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.