Digest Logo

ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

1730633381
ვაქცინაცია

ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

„ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რომელი დღეები იქნება 2024 წლის ნოემბერში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი - თვის ნუმეროლოგიური პროგნოზი

რა მინიშნებებს უგზავნის სამყარო ქალს თავისი „ტოლი და სწორის“ შესარჩევად და როდის უქმნის მას დაბრკოლებებს

„ჩემი ძმა გიორგი, გახდებოდა 47 წლის“ - ქეთევან წიკლაური