Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია „ლანსთან“ შეხვედრაში დაშავდა და ნაადრევად შეცვალეს

1757867193
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ლიგა 1-ის შეხვედრაში „ლანსთან“, თუმცა ნაადრევად შეცვალეს.

საქართველოს ნაკრების ლიდერი 13 აგვისტოს გამართული ევროპის სუპერთასის შემდეგ პირველად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 29 წუთი გაატარა.

კვარაცხელიას მე-3 წუთზე „ლანსის“ ფეხბურთელი ოდსონ ედუარდი ეუხეშა. მართალია, ამის შემდეგ ის თამაშს აგრძელებდა, თუმცა ტკივილის გამო შეცვალეს.

ამ დროისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ 1:0-ს იგებდა – ანგარიში მე-15 წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა.

ქართველის ტრავმის ამბავში დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ მოედნის დატოვებისას დახმარება არ დასჭირვებია. დაზიანების სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შორენა ბეგაშვილი თურქეთიდან ახალ კადრებს გვიზიარებს -„ბედნიერებას გისურვებ“

⭕„რა არის უფლის საქმე?!...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„არასდროს ინანო შენგან გაკეთებული სიკეთე...“ - რას წერს გია მურღულია

წყარო: 1tv.ge