UEFA Champions League-ზე ხვიჩა კვარაცხელია ისტორიულ მიღწევას აფიქსირებს.
ქართველი ფეხბურთელი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც პარიზული კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში, შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ, სამ ან მეტ გოლში მიიღო პირდაპირი მონაწილეობა.
მსგავსი შედეგი ბოლოს 2019 წელს კილიან მბაპემ აჩვენა, როდესაც კლუბ ბრიუგეს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში თავი რამდენიმე გოლურ ეპიზოდში გამოიჩინა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ - ჩელსის მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ჩატარებულ ბოლო 11 შეხვედრაში კვარაცხელიას მონაწილეობა 11 გოლში აქვს მიღებული: გოლებითა და საგოლე გადაცემებით.
