ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნთან“ დუბლი შეასრულა, ხოლო „პარი სენ-ჟერმენმა“ გერმანული გუნდი 5:4 დაამარცხა.
„ბაიერნმა“ მატჩი კარგად დაიწყო და ჰარი კეინის პენალტით დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი 24-ე წუთზე გაიტანა.
სანახაობრივი და დაძაბული მატჩის პირველ ტაიმში ჟოა ნევეშმა პსჟ 33-ე წუთზე დააწინაურა. მართალია, მაიკლ ოლისემ 41-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ უსმან დემბელემ პენალტით (45+5) შესვენებამდე პარიზელები კვლავ წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გაიბრწყინა – მან 56-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ორ წუთში კი მისი წამოწყებული იერიში დეზირე დუემ უსმან დემბელეს გაუგრძელა და ფრანგმა თავდამსხმელმაც დუბლი გაიფორმა. „ბაიერნი“ უპამეკანოს (65) და ლუის დიასის (69) გოლებით თამაშში მაინც დაბრუნდა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 საგოლე მოქმედება აქვს – 10 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა.
საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მიუნხენში 6 მაისს გაიმართება. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში 30 მაისს შედგება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საღამო სასიამოვნო ამბებს მოგიტანს, ოჯახთან დაკავშირებულს...“ - 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
🎥 „5 წელია ჩვენს შორის სხვაობა, ჩემზე დიდია, მაგრამ მე გავზარდე...“ - რას ამბობს შოთიკო დუნდუა ძმაზე