Digest Logo

🎥 როგორ მოიყვანეს ძმებმა დუნდუებმა ცოლები ერთ დღეს - „ერთადერთი რამ, რაც ისე გააკეთა, რომ არ ვიცოდი, იყო ცოლის მოყვანა“

1777408503
ჯგუფი მირაჟი

ჯგუფი „მირაჟი“ – ძმები შოთა და პაატა დუნდუები, ქართველმა მსმენელმა ბევრი წლის წინ გაიცნო, თუმცა, დროსთან ერთად მათი პოპულარობა არ მინელებულა. ძმები 2025 წელს ახალი ალბომით წარდგნენ მსმენელის წინაშე და კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩევიან.

ამჯერად ისინი გადაცემის „სიცრუის დეტექტორის“ სტუმრები იყვნენ, სადაც დაოჯახების ისტორიაზე ისაუბრეს:

„თითქმის ჩემი გაზრდილია, მთელი ცხოვრებაა ერთად ვართ. ერთადერთი რამ, რაც შოთიკომ გააკეთა ისე რომ მე არ ვიცოდი, იყო ცოლის მოყვანა. 

ჩვენი მეუღლეები იყვნენ მეგობრები. შოთიკომ დაიხმარა ჩემი მეუღლე ცოლის შერთვაში. ერთად წაიყვანა ორივე. ჩემს მეუღლესთან იყვნენ სახლში. 

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შემატყობინა შოთიკომ, რომ დაოჯახდა. მივედი, ჩემი საცოლეც იქ დამხვდა. მამაჩემმა თქვა, ბარემ ორივეს ქორწილი იყოს ერთ დღეს და იქვე ვთხოვე ხელი“, - ამბობს პაატა დონდუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„საღამო სასიამოვნო ამბებს მოგიტანს, ოჯახთან დაკავშირებულს...“ - 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „5 წელია ჩვენს შორის სხვაობა, ჩემზე დიდია, მაგრამ მე გავზარდე...“ - რას ამბობს შოთიკო დუნდუა ძმაზე

🎥 მიიღო თუ არა აფხაზეთმა ენგურის ხიდთან სიმღერა მშვიდობის გზავნილად? - „2003-2004 წელი იქნებოდა, პრემიერა უნდოდათ სოხუმში...“