ხვიჩა კვარაცხელიამ და „პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი სეზონისთვის მზადება ამხანაგური მატჩით დაიწყეს – ევროპის საკლუბო ჩემპიონი პალმა დე მალიორკაზე „მალიორკას“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველივე წუთებიდან იყო ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში და მე-60 წუთზე შეცვალეს. ლუის ენრიკემ საკმაოდ სახეშეცვლილი და შეუთამაშებელი გუნდი გაიყვანა მოედანზე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მოთამაშეებმა მზადება დაგვიანებით დაიწყეს.
„მალიორკა“ 21-ე წუთზე ლუვუმბოს გოლით დაწინაურდა, მე-40 წუთზე ვირჯილის გოლით ესპანელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, 51-ე წუთზე კი რაილომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის წარმოუდგენელი ანგარიში დააფიქსირა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 8 აგვისტოს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართავს, 12 აგვისტოს კი ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლოა, განკურნება სწორედ მაშინ იწყება, როცა გაქცევას ვწყვეტთ...“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი
⭕გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
წყარო: 1tv.ge