ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა და ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 2 გოლით დაწინაურდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის მეკარეს, მატჩის 76-ე წუთზე, აუღებელი პენალტი დაურტყა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს გოლი ეროვნული გუნდის რიგებში 23-ე იყო. ამ მაჩვენებლით ის გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს შინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბაჰრეინის წინააღმდეგ მართავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა
⭕ ცნობილია ბაჰრეინთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობა