
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ილია თოფურიას შემდეგი მოწინააღმდეგე ჩარლზ ოლივეირა იქნება. ბრძოლა გაიმართება 29 ივნისს, UFC 317-ზე.
ქართველი და ბრაზილიელი მებრძოლები იჩხუბებენ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის.
ქამარი ვაკანტური გახდება მას შემდეგ, რაც ისლამ მახაჩევი გადაინაცვლებს ქვესაშუალო დივიზიონში, სადაც ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ელ მატადორმა" უკვე დაიწყო კემპი და სატიტულო ბრძოლამდე მას ერთ თვეზე მეტი დრო აქვს მოსამზადებლად.
„28 ივნისს კიდევ ერთ ოცნებას ავიხდენ, მსუბუქი წონის ჩემპიონი გავხდები! ჩარლზ წინასწარ ბოდიშს გიხდი, მე მხოლოდ ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი. სამწუხაროა, რომ მახაჩევი გაიქცა!"- წერს ილია თოფურია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
⭕მტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა - რამდენიმე მგზავრს მაშველები ამ დრომდე ეძებენ