Digest Logo

🎥 „კინაღამ გავრეკე... არადა, მაგ დროს მინდოდა ოჯახის გვერდში დგომა...“ - რას ჰყვება მარიამ ლამაზი ქმართან დაშორებაზე?

1740408512
მარიამ ლამაზი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი, სოციალურ ქსელებში ცნობილი როგორც მარიამ ლამაზი „ტიკ-ტოკ“ პლატფორმის აქტიური მომხმარებელია და იგი თავის ყოველდღიურ ცხოვრებას მაიამიდან, საზოგადოებას დეტალურად უზიარებს, სწორედ აქედან გაიცნო იგი ქართველმა ხალხმა.

ცოტა ხნის წინ მარიამ ლამაზმა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც თქვა, რომ მეუღლეს დაშორდა. ამან საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია და უამრავი კითხვა გაჩნდა თემის გარშემო. ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც პირად ცხოვრებაზე და რთულ პერიოდზე ისაუბრა:

„ვფიქრობ, რომ რუტინა არის ჩემნაირი ქალისთვის ძალიან დამღლელი. მესამე შვილი მინდოდა, მაგრამ ახლა აღარ მინდა. მე მინდა, რომ გამოიღვიძოს იმ ადამიანმა, რაღაც მოთხოვნილებებიც მაქვს. ძალიან საჭირო იყო პაუზა, ერთად, რომ ვართ ძალიან მეგობრულად ვართ და მისთვის ეს მეგობრობა მიუღებელია. როდესაც სიტუაცია იძაბება, ყველაფერი ხდება რაღაცისთვის. თუ რაღაც გინდა, უნდა გააკეთო, რომ მერე მიხვდე, სად დაუშვი შეცდომა. ყოველდღე ვურეკავთ მამას, ძილის წინაც. რომ წამოვედით საქართველოში თავიდან ლეილა ტიროდა. ახლა დალაგდა ნელ-ნელა ყველაფერი. მინდა, რომ სხვა ადამიანების მოტივატორები გავხდე. თავის სურვილებს უნდა უსმინონ. მე პირდაპირ არ ვეხმარები ადამიანს, უბრალოდ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ. ტურბულენტური პერიოდი მაქვს. რომ ჩამოვედით კარანტინზე ვიყავით ერთი კვირა და კინაღამ გავრეკე. არადა მაგ დროს მინდოდა ოჯახის გვერდში დგომა. ძალიან მაკლდა. მარტო ვგრძნობდი თავს. ლუკა რომ გაჩნდა მაგის შემდეგ რაღაცების ხალისი დავკარგე. მივხვდი, რომ მე ასეთი არ ვარ და რაც მინდა და რაც მომწონს ის უნდა ვაკეთო“, - ჰყვება მარიამ ლამაზი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მთვარის დაბნელება მარტში - რა რიტუალები უნდა შევასრულოთ ამ პერიოდში?

🎥 „მამა ახალი გარდაცვლილია, ერთი წელი გადაბმულად არ გვიცხოვრია ერთად...“ - რას ჰყვება სოფია კვინიკაძე მძიმე ბავშვობასა და მშობლის დაკარგვაზე

🎥 როგორ მივიტანოთ ეჭვი ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალ დონეზე? - ნუტრიციოლოგის რჩევები