
სეულში მცხოვრები ქართველი ბლოგერის ცხოვრებაში, რომელსაც ბევრი სახელით - Depressed Georgian in South Korea იცნობს სასიამოვნო სიახლეებია.
ცოტა ხნის წინ, სოფია კვინიკაძე და მისი კორეელი რჩეული დაქორწინდნენ. ასევე სოფიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც საზოგადოებას ორსულობის შესახებ ამცნო და ოჯახის წევრების რეაქციები გაუზიარა.
საზოგადოების მხრიდან ინტერესი სოფიას ოჯახის მიმართ ყოველთვის არის.
ამჯერად ბლოგერი გამომწერებს უზიარებს ვიდეოს, სადაც ოჯახის მტკივნეულ მომენტებს იხსენებს:
„მამაჩემი ახალი გარდაცვლილია. წლისთავი ჰქონდა ახლახან... 23-ში დაბადების დღე ჰქონდა და დედამ საკურთხი გააკეთა. დიდად არ ვემხრობი საკურთხებს. მამაჩემი მანამდე, სანამ გარდაიცვლებოდა ამერიკაში იყო. ახალი წასული იყო. იქამდე რუსეთში. დედაჩემი და მამაჩემი არ იყვნენ დაშორებულები. მამა სხვაგან იყო, დედა სხვაგან, ისიც ემიგრანტი. მამასთან უფრო ნაკლებად ვატარებდით დროს, ვიდრე დედასთან ან ბებიასთან. დედაც ემიგრანტი იყო მეორე კლასს ვამთავრებდი, დედაჩემი არ ვიცოდი ვინ იყო. მხოლოდ სატელეფონო საუბრით. დედის მხარესთან ვიყავით დატოვებულები და უფრო შევინარჩუნეთ სითბო. მამასთან ურთიერთობა გაგვიცივდა.
ძალიან რთულია, ბევრად რთული ვიდრე წარმოგიდგენიათ. ერთი წელი გადაბმულად არ გვიცხოვრია ერთად. მამის მხარეს ჩვენი საყვარელი ბებია და ბაბუა იყვნენ, თუმცა ისინიც გარდაიცვალნენ რამდენიმე წლის წინ. მამაჩემს დალევა უყვარდა, ღვინის კაცი იყო. სულ ჩახუტებული ღვინის ბოთლთან. არ მიყვარს, როდესაც მამას მამსგავსებენ, რადგან სულ „ვეღადავებოდით“ გარეგნობაზე, საქციელზე.
ხასიათებით ანუკა თუ წაიზარმაცებს, დედიკოს ვამსგავსებთ.
მამაჩემი იყო მშვიდი გაწონასწორებული თბილი ადამიანი. სვამდა-მეთქი რომ, ვამბობ ვიღაცებმა მოძალადედ არ წარმოიდგინოთ. თავისით შებუნჩულდებოდა ოთახში და არავის აწუხებდა ნასვამზე. გაჭირვებამ მოიტანა ის, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ ჩემი მშობლები, დაახლოებით 25 წლის წინ. ამ დროს წავიდა დედიკო. მამაჩემი იყო წინააღმდეგი. ასე იწყება კონფლიქტი გაუგებრობა, გაყოფა. მამიკო გულში ადანაშაულებდა დედიკოს, ოჯახი გაიხლიჩაო“, - ჰყვება სოფია კვინიკაძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მივიტანოთ ეჭვი ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალ დონეზე? - ნუტრიციოლოგის რჩევები
🎥 „მოიმატებს მაგიური თავდასხმების და ჯადოქრების თემა“ - რას გვიმზადებს ლილიტის მორიელში გადასვლა?