Digest Logo

კლინიკა „ჰელსიკორი“ - „ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან სხვადასხვა კლინიკებში და უსაფრთხოდ იმყოფებიან“

1745993721
კლინიკა „ჰელსიკორი“

„ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გამო, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ“, – ამის შესახებ ნათქვამია კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ ჩატარდება გეგმური პროცედურები, რაც დღეს იყო დაგეგმილი. კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112; ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ და მყისიერად გიპასუხებთ“, – ნათქვამია კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შინაგანი აღმოჩენებისა და ღირებულებების გადაფასების დროა...“ - 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

„სამუდამოდ ჩემს გულში და ჩემს ნაწილში!“ - სალომე მდივანი გარდაცვლილ ძმას ემშვიდობება

„კლინიკებიდან მოხდა პაციენტების ევაკუაცია“ - რას ჰყვება სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსი