Digest Logo

კობა ფარტენაძე პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

1786962137
კობა ფარტენაძე

ბათუმში პოლიციის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დააკავეს. სამართალდამცველებმა იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით აიყვანეს.

როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 16 აგვისტოს, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, ფარტენაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ბათუმში ხმამაღალი ლანძღვა-გინებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. პოლიციელების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, იგი მოთხოვნას არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

წყარო: imedinews.ge