Digest Logo

🎥 „კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მივარდნა, დახვრეტა და გამოთრევა...“ - მამა შალვა კეკელია

1734092412
შალოვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მომიტინგეები დეკანოზს მოუწოდებდნენ შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას. კადრებმა სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოიპოვა, დაპირისპირების შემდეგ ვიდეომიმართვა ჩაწერა მამა შალვა კეკელიამაც:

„ახლა ტაძარში ვიყავი ლოცვა უნდა დაგვეწყო, ჯგუფმა ჩამოიარა შემოგვიცვივდნენ და დაიწყეს ყვირილი - მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით. ჩვენ გვეძახიან მოღალატეებს, რატომ მეძახიან მე? მერე მთხოვენ ჩვენთან რატომ არ დგახართო. ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ. გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს. გთხოვთ ეს ვიდეო ყველამ გადაწერეთ და გააზიარეთ.

კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მივარდნა, მღვდლების დახვრეტა და გამოთრევა. ზუსტად ეგ იყო. დადგნენ ქუჩაში და გვეძახიან საშინელ სიტყვებს. მერე იტყვიან მშვიდობიანი აქციააო. არ მესმის ამით, რის მიღწევას ცდილობთ? ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით. ზუსტად ის ტელევიზიები იყვნენ წეღან აქ, რომლის ეთერებში აგინებდნენ ეკლესიას და პატრიარქს. ხმა არავის ამოუღია.

იმ კუბოს დაწვას რომ ამართლებენ. საიტზე პირდაპირ წერია, რომ ეს ჩინური კუბო არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. ზოგიერთი მღვდელი ამ ყველაფერს ამართლებს და ამბობს, რომ ნაკურთხი კუბო არ იყოო. სხვა კი არაფერი იყო სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბავშვს რომ ხატი დაახევინეს. ადამიანებზე ცდილობენ მიაჩვიონ ეკლესიის გმობა და ხატის დახევა. სხვა კი არაფერი იყო კომუნიზმი. ამდენი წელია ეკლესიას ლანძღავენ და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან. რუსოფილები ხართ თქვენ, ვინც ამას იძახით. ერთ-ერთი პირველი ვარ, რომელიც რუსეთის ეკლესიას არ აღიარებს და ვგმობ ყველაფერს რუსულს. რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ. ეს არ არის ევროპა. თუ ადამიანი შენ არ გეთანხმება არ შეიძლება მის წინააღმდეგ წახვიდე და იძალადო. ჩაქოლო და გაანადგურო. დედმაშვილები კარგავენ განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს. ეკლესიაში მოვარდნები ვის გაუგია.

მინდა ჩემ მრევლს მოგმართავთ, ვინც აქ აქციებს ამართლებთ ხოლმე და მეუბნებით, რომ მშვიდობიანია. ეს არის მშვიდობა? როდემდე უნდა ვითმინოთ და მოგვივარდეთ ასე ეკლესიებში? გაგვყარეთ ეკლესიებიდან და დაგვხოცეთ მაშინ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას ვემსახურები და მისი ერთგული ვარ. მღვდლებს აყვედრიან ყველაფერს. 80 ათასები ხელფასები აქვთ და მისი ტელევიზიის ჟურნალისტები აქ დგანან და მათ ათასი ლარები აქვთ ხელფასი. და შენ ზრუნავ ამ ხალხზე? და ეს ხალხი ცხოვრობს მშვიდობით? მოდით ჩემთან წირვაზე რამდენი გაჭირვებულია და ეგ ხელფასები მათ გაუნაწილეთ. ჩამტკბარები არიან თავიანთ ქონებებში და ხალხს იყენებენ. მართლა ქვეყნის გამყიდველები ესენი.

მე ამ ქვეყნის შვილი ვარ ამ ქვეყნისთვის ვცოცხლობ. საქართველოზე მეტად არც ერთი ქვეყანა არ მიყვარს. არასოდეს ჩემს გულში და სულში ქვეყნის სიყვარული მაქვს. ყველას ეხება ეს - თქვენ ქვეყანას პირადი სარგებლობისთვის იყენებთ. გეყოფათ, ამ დიდ მარხვაში რა გჭირთ? ქრისტე უნდა დაიბადოს. მთელი ჩემი ცხოვრება მთელი ბავშვობა, რაც ცნობიერება მაქვს ქვეყნისთვის ვცოცხლობ. მე არასდროს ვიქნები ვინმეს მონა და ჩემი სამშობლო ყოველთვის მეყვარება“, - ამბობს მამა შალვა კეკელია ვიდეომიმართვაში.