„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალს თათა გიორგობიანს რამდენიმე კვირის წინ, „ღამის შოუს“ ჩაწერისას ხელი სთხოვეს.
მომღერლის რჩეული კონსტანტინე მოსიძეა. თათა ღიად საუბრობს პირად ურთიერთობაზე და ამჯერად მან ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გაუკვირდა როცა ხელი სთხოვეს, ვერ წარმოედგინა, თუ ამას საჯაროდ გააკეთებდა კონსტანტინე.
„ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო. საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენ ერთად ვართ, მაგრამ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს არ გაგვესაჯაროებინა. პირად ცხოვრებაზე საუბარი არცერთს არ გვიყვარს. თურმე, მთელმა კოლექტივმა იცოდა, რომ კონსტანტინეს ჩემთვის ხელი უნდა ეთხოვა. თავიდან ცოტა გაურკვეველი რეაქცია მქონდა. ვერ წარმოვიდგინე, რომ მაინც გადაწყვიტა, სახალხოდ ეთხოვა ხელი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაც ნაკლები თვალი უყურებს ურთიერთობას, მით უფრო კარგია. როგორც შოთა რუსთაველმა დაგვიბარა, სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსაო და მინდა, ისევ ასე გავაგრძელოთ. ორივეს აზრი ასეთია. გვირჩევნია, რომ პირადი პირადად დარჩეს. თუმცა, რადგან კონსტანტინემ საჭიროდ ჩათვალა, რომ თამამად განეცხადებინა, ეს გოგო ჩემიაო, ესე იგი, ასე იყო საჭირო“.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, მოულოდნელი სიურპრიზის ეფექტი, დამაბნეველი აღმოჩნდა და ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა, რადგან რჩეულმა ხელი საჯაროდ სთხოვა.
თურმე ყველამ იცოდა, რას აპირებდა, მთელი დღე უცნაურად იქცეოდნენ და მე მეგონა, მე ვგრძნობდი თავს უცნაურად და მოვლენებსაც ასე აღვიქვამდი. ამ ამბის გასაჯაროება მისი ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, არ შეგვითანხმებია, ამიტომ შოკში ვიყავი, თუმცა, რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ძალიან სწორად მოიქცა.
რომ დავინახე, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ცოტა არაადეკვატური რეაქციები მქონდა. ზოგადად, სულ მიკვირდა, რა უკვირთ ამ გოგონებს ხელის თხოვნის მომენტში, ხომ უყვართ ერთმანეთი და ბუნებრივია, რომ ერთ დღეს ხელს თხოვენ-მეთქი, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოვცადე სიურპრიზის ეფექტი, მოულოდნელობა, ეიფორია, სირცხვილის, სიხარულის, სიყვარულის, ძალიან, ძალიან შერეული განცდები და მეც რომ წავიშინე თავში ხელები, მერე ყველა გოგოს განცდებიც ზუსტად გავიგე. ცივი ოფლი მასხამდა, თან სიხარულის, თან უხერხულობის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„როგორც იქნა, მთელი ცხოვრების ლოდინის შემდეგ...“- ნინი წიკლაური სასიხარულო სიახლეს ავრცელებს