ლატვიის დედაქალაქ რიგაში, კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს.
კონტინენტის პირველობის პირველ საშეჯიბრებო დღეს U16 წლამდე სპორტსმენებმა იასპარეზეს.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ანგარიშზე ჯამში, შვიდი - 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს, მედალია.
გოგონებში ანამარია მსხალაძემ (-60 კგ) კარიერის განმავლობაში, ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი პირველად მოიპოვა, ლიზი ჯინჭარაძე (-50 კგ) კი, ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
4 ოქტომბერს რიგის „დაუგავას“ სპორტკომპლექსის არენაზე ასპარეზობაში U21 წლამდე ახალგაზრდები ჩაერთვებიან. აგრეთვე ევროპის პირველობის დასკვნით საშეჯიბრებო დღეს დიდებში ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მფლობელიც გაირკვევა: საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი - დავით მსხალაძე და დათა ფუტკარაძე - იბრძოლებენ.
კონტინენტის პირველობაზე 25 ქვეყნის 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.