საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი დუდა სანაძე თურქეთთან მატჩში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რის შემდეგაც ის და სტუმართა ერთ-ერთი ლიდერი ფურკან კორკმაზი მოედნიდან გააძევეს.
დუდამ ამ ინციდენტის თაობაზე ბერძნულ Totalbasket-თან ისაუბრა.
„მე ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა! მართალი გითხრათ, ამან ძალიან გამაოცა, მალევე კი ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ის ყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა. ეს ძალიან ცუდი ინციდენტი იყო. ჩვენ მეგობარი ქვეყნები ვართ და ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, თუმცა, იმ მომენტში ემოციები დუღდა”, - წერს დუდა სანაძე.
🇬🇪🎙Duda’s words in @Totalbasketgr #Eurobasket2022 #EuroBasket22 pic.twitter.com/TdPGPfqDsN
— Christos Harpidis (@chrisalucard) September 4, 2022
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის მე-3 დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 ოვერტაიმის თავზე თურქეთს 88:83 სძლია, თამაში კი ძალიან სკანდალური გამოდგა. ბოლო მეოთხედში ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს ხსენებულმა კორკმაზმა და სანაძემ, რასაც ორივე კალათბურთელის გაძევება მოჰყვა, აურზაური კი უკვე გასახდელებისკენაც გაგრძელდა.
თურქები ამტკიცებენ, რომ კორკმაზს სხვა ქართველი კალათბურთელებიც თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ 👇