Digest Logo

„კოტემდე როგორც ვუვლიდი ჩემს თავს და რასაც ვიკეთებდი, ახლა იმის მეოთხედს აღარ ვიკეთებ. უნდა, რომ მე დავმახინჯდე და აღარავინ შემომხედოს“ - ეკა ბალანჩივაძე

1650964178
კოტე მათითაშვილი

ეკა ბალანჩივაძე წლებია ულამაზეს, ქალურ და განსაკუთრებით დახვეწილ სამოსთან ასოცირდება. სულ პატარა იყო, როცა დიზაინერობა გადაწყვიტა და წარმატების მიღწევაც ძალიან მალე შეძლო. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართველი დიზაინერია, რომლის ნამუშევრები ამერიკასა და ევროპაშიც აქტიურად იყიდება.

ეკამ ჟურნალ „თბილისელებთან“ ქმარზე, პლასტიკურ ქირურგზე კოტე მათითაშვილზე ისაუბრა.

„იმასაც გააჩნია, შენი ქმარი როგორი ტიპია. როგორი ხასიათის. კოტეს, როგორც პლასტიკური ქირურგის, ცოლობა ძალიან რთულია. მე რომ რამე მინდა, დამანებე თავიო, მპასუხობს და სხვას უამრავ რჩევას აძლევს, რა და როგორ მოუხდება. ერთი პერიოდი ეჭვები მქონდა, ამას უნდა, რომ მე დავმახინჯდე და აღარავინ შემომხედოს -მეთქი (იცინის).

ერთადერთი, ბოტოქსზე მთანხმდება, ისიც მაშინ, საოცრებებს რომ ჩავიდენ და ლამის ტირილს ვიწყებ (იცინის). კოტემდე როგორ ვუვლიდი ჩემს თავს და რასაც ვიკეთებდი, ახლა იმის მეოთხედს აღარ ვიკეთებ. მხოლოდ ბოტოქსი დამრჩა (იცინის).

ცხვირის ოპერაციაზე გავიპარე და ისე გავიკეთე. ძალიან რთულია, როცა იცი, შენს ქმარს პროფესია აქვს და შეგიძლია, ყოველდღე იარო მასთან და რაღაც გაიკეთო. ასე რომ, არავის შურდეს, კოტე საერთოდ არაფერს მიკეთებს, ალბათ, ზუსტად იმიტომ, რომ ზომიერების ფარგლები არ დავარღვიო, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ უნდა, მახინჯი და ბებერი ვიყო (იცინის)“, - განაცხადა ეკა ბალანჩივაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ტრაგედია გიგა კვენეტაძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მომღერალს?

🎥 „ჩამოვედი იმის გასაკეთებლად, რისი გაკეთებაც აქ შემიძლია ფიზიკურად“ - მარიამ გეგუჩაძე კიევში იმყოფება

🔵რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს