Digest Logo

„კოვიდის დამსახურებით ეს დიაგნოზი აღმოვაჩინე... მანამდე ეჭირათ რენტგენის სურათები ექიმებს და ვერ ხვდებოდნენ რა მჭირდა“ - ნინო ბაშარულმა საკუთარ დაავადებაზე ვრცლად ისაუბრა

1716295227
ნინო ბაშარული

მომღერალმა ნინო ბაშარულმა ცოტა ხნის წინ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეაბილიტაციაც წარმატებით გადალახა და საქართველოში ახალი და საინტერესო გეგმებით დაბრუნდა.

ახლახან ის გადაცემის „როგორ გადავრჩი“ სტუმარი იყო, სადაც მან იმ დაავადებაზე ისაუბრა, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა. 

„როცა გავთხოვდი და ბავშვი გამიჩნდა, დაავადება რატომღაც მიყუჩდა. მერე ისევ მახსენებდა თავს, ბოლოს მივხვდი, რომ სიმღერა, რომელიც დავიწყე, არ იყო შემთხვევითი.

სიმღერამ გადამარჩინა ყველა გაგებით. ვმღეროდი 14 წლის ასაკიდან. იქამდე ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა ასე, დამტანჯა და ლოგინს მიმაჯაჭვა ამ დაავადებამ. მივხვდი, რომ ჩემი მისია და დანიშნულება იყო მემღერა. 

მანამდე მხატვრულ ტანვარჯიშზე ფაქტობრივად ჩემპიონი ვიყავი, გამოვედი და დავიწყე სიმღერა. 

კოვიდის დამსახურებით ეს დიაგნოზი აღმოვაჩინე. მანამდე ეჭირათ რენტგენის სურათები ექიმებს და ვერ ხვდებოდნენ რა მჭირდა. ბოლოს ერთმა რენტგენოლოგმა, აკადემიკოსმა ეს დაავადება ამოიცნო. 10-15 წუთის განმავლობაში აკვირდებოდა სურათს და მითხრა, რაღაც დაავადებაზე მაქვს ეჭვიო. 

გადავიღე კომპიუტერული ტომოგრაფია, აღმოჩნდა ფილტვის სეკვესტრაცია. ეს არის ცალკე არსებული ფილტვი, მანკიერი, რომელიც ორგანიზმს არ ემსახურება და ცალკე იმპერია აქვს, არის მუდმივი ინფექციების წყარო. 

სიხარულისგან დავფრინავდი, რადგან ბოლოს და ბოლოს მივხვდი რის გამო ვიყავი ცუდად. პირველი დედას ვუთხარი, მესამე ფილტვი მქონია - მეთქი, არ დამიჯერა თავიდან.

გავიკეთე ოპერაცია და იმის შემდეგ ვარ ბედნიერი“, - ამბობს ნინო ბაშარული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ცხოვრებაში თუ სცენაზე რამდენი გვირგვინიც არ უნდა დაგადგან, არასოდეს დაივიწყო ზრუნვა შენს საყვარელ ადამიანებზე“ - ანი გიუნტერი შვილზე

„მან ფაქტობრივად ცოცხლად „შეჭამა” უიტნის ეს სამღერლად ურთულესი ჰიტი“ - ზაზა შენგელია ნუკა კვალიაშვილზე

„10 წლის ასაკში ძალიან დიდი დატვირთვა ავიღე საკუთარ თავზე“ - რას ჰყვება ნატუკა გულისაშვილი