Digest Logo

„კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა

1778080977
ლეონიდ სლუცკი

ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელი იყო, თავისი ყოფილი მოთამაშის შესახებ ისაუბრა.

„კვარაცხელიასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს. ის ამ სპორტით უბრალოდ სიამოვნებას იღებს და არ თამაშობს ფულის გამო, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი თუ ვარჯიში.

როგორც წესი, მოთამაშეებს დრიბლინგის გაკეთება მხოლოდ ერთი მხრიდან შეუძლიათ, კვარას კი ამის შესაძლებლობა ორივე მხრიდან აქვს“, - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კვარა და „პსჟ“ განმეორებით მატჩს „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი სილამაზე გოგო“ - მარიამ სანოგო საფრანგეთში მოგზაურობს

⭕მეუფე შიო: წმინდა გიორგიმ დაითმინა გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ... სამუდამოდ გახდა სიმბოლო ბოროტებაზე სიმართლისა და სიკეთის გამარჯვებისა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა!

რა უნდა გაითვალისწინოთ გაზაფხულის ბოლო თვეს, რომ პერიოდი უმტკივნეულოდ და წარმატებულად განვლოთ - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

წყარო: lagazzetta.ge