Digest Logo

კვარაცხელიას გადაცემით „ნაპოლიმ“ გოლი გაიტანა

1675025647
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია გრიპით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ მოედანს საგოლე გადაცემით დაუბრუნდა – ქართველი თავდამსხმელმა მატჩი „რომასთან“ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში, რომელსაც „სტადიო მარადონამ“ უმასპინძლა, პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩამ შექმნა – მე-5 წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ წავიდა და მარცხენა ქვედა კუთხეში დაარტყა, მაგრამ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მე-17 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მონდომებით „ნაპოლიმ“ შედეგს მაინც მიაღწია. ქართველი შემტევი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევარდა და კარის წინ ბურთი ვიკტორ ოსიმენს გადააწოდა, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და შესანიშნავი გოლით „ნაპოლი“ 1:0 დააწინაურა.