
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი წარმატებული ადამიანების ღიად მხარდაჭერის დაფიქსირებას უკვე არ ერიდებიან.
აფხაზ ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია, როდესაც ნიჭზეა საუბარი.
ერთ-ერთ დახურულ აფხაზურ ჯგუფში, ამ თემაზე განხილვა გაიმართა, სადაც ღიად აზრის დაფიქსირება რამდენიმე ახალგაზრდამ გადაწყვიტა და მომხრეებიც გამოუჩდნენ.
„აქ პოლიტიკაზე კი არა, ნიჭზეა საუბარი და როდესაც ნიჭიერი ადამიანისთვის ხელის შეშველებისა და წახალისების შესაძლებლობა არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის, იმიტომ რომ ქართველია?..
თავდაპირველად, ვიღაცები კვარაცხელიას თამაშებს ჩუმად უყურებდნეწ, შემდეგ კი სოხუმის სანაპიროზე, დილის ყავის დასალევად გამოსული კაცების გაცხარებული კამათიც მომისმენია "კვარას" მატჩებზე...
ბრმები და ყრუები არ ვართ, ამ სამყაროს ნაწილი ვართ და ნიჟარაში ვერ დავიმალებით, სპორტი, მუსიკა, ხელოვნება ჩვენი ცხოვრების ნაწილია.
ყველაფერში საფრთხის დანახვას ნუ ცდილობთ“, - აცხადებს აფხაზი, მ.ჩ., რომლის ვინაობა მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაფარულია.
გ.ა. - სტუდენტი აფხაზეთიდან...
„ჩემი ოჯახის წევრები ზუგდიდში არაერთხელ იყვნენ რუხის საავადმყოფოში და ქართველ ექიმებს გადაურჩენია მათ სიცოცხლე, მადლიერი ვარ მათი... საერთოდ არ მგონია, რომ ჩვენი საქმეა პოლიტიკა. პოლიტიკა ბინძურია და ამას ახალგაზრდები ვხედავთ. მე ძალიან მომწონს ქართული ესტრადა, სპორტი და კულტურა, იდენტურია ჩვენი და ამას რა კავშირი აქვს პოლიტიკასთან? ამის გამო უფროსი თაობა გაგვკიცხავს? არა მგონია...ან გაგვკიცხონ, არც მათ გაუკეთებიათ ყველაფერი წარსულში იდეალურად. მე მომწონს ნუცა, ხვიჩა და მათი საქმე, იმიტომ რომ მსოფლიო უკრავს ტაშს მათ ნიჭიერებას“,- წერს სტუდენტი გოგონა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით, 72 წლის ელექტრომექანიკოსი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია რკინიგზაში მუშაობს