საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე ჰომეოპათოლოგ თინა თოფურიას მოსაზრებებზე ამახვილებს ყურადღებას და მათ შესახებ, ვინც ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„3 წელი სჭირდება დაკვირვება და გამოცდა ვაქცინას”, თქვა თინამ და უცებ გადათვალა გონებაში, რამდენ ფულს იშოვიდა ამ პერიოდში მის მიერ შეცდომაში შეყვანილი ხალხის ხარჯზე, სანამ მათ კოვიდი გაავლებდა მუსრს!
ამ ომში 3 წელი კი არა, 3 თვე არ გაქვთ, უკვე იმდენი ახალი ვარიანტი გაჩნდა! ისრაელში დღეს უნიღბოდ დადიან, რადგან მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ვირუსს ცირკულირების საშუალება შეუზღუდეს! ჩვენთან აცრილებიც ვერ მოიხსნიან ნიღბებს იმ მიზეზით, რომ აუცრელები ვირუსს უმასპინძლებენ, სიცოცხლეს გაუხანგრძლივებენ და ახალ-ახალი შტამების გაჩენის საფრთხეს შექმნიან!
ყველა აუცრელი იქნება სიკვდილის მოსიარულე აჩრდილი, რომელიც შეიწირავს კიდევ უფრო მეტ ასაკოვანს და ქრონიკული დაავადებების მქონეს! თქვენ ხართ უდიდესი საფრთხე საზოგადოებისთვის, თანაგანცდა რომ არ გაგაჩნიათ და ამდენი მსხვერპლი თუ გლოვაში მყოფი ოჯახი არ გეცოდებათ, ეს საერთოდ ურჩხულებად გაქცევთ!
გუშინ დოდოს ახალგაღვიძებულზე გუჯასთვის უკითხავს რაღაც და რომ გააცნობიერა რეალობა, კიდევ ერთხელ გამოიგლოვა. ლამის საფლავში ჩავყვეთ სამივე. მეგონა, ვმალავდი სამსახურში ამ ტკივილს და ჩვენმა ფსიქოლოგმა დახმარება შემომთავაზა, ჯერ ძალიან ახალია ჭრილობა და ბუნებრივია, რასაც განიცდიო. ზოგჯერ რომ ვიხუმრებ რაღაცას, უცებ დამარტყამს თავში, რა მაცინებს, გუჯა აღარ არის და თან ტანჯვაში ამოხდა სული! ჩემს ძმას ჩვენზე მეტად უჭირს, ტირილსაც რომ ვერ ახერხებს და ეს იდიოტები გაიძახიან, გენმოდიფიცირებულ კიტრებად უნდა გვაქციონ, არ ავიცრებოდითო“, - წერს ლობჟანიძე.